ვირტუალური სპა-კურორტები და ტურისტულ კლუბებში გაწევრიანება - როგორ შეიცვლება დასვენება 2020 წელს

Bloomberg-ის ცნობით, 2020 წელს მსოფლიო მასშტაბით დასვენების საშუალებები შეიცვლება და ისინი უფრო ვირტუალური და ეკოლოგიურად სუფთა გახდება.

 

 

ეკოტურები

 

2020 წელს მოგზაურები უპირატესობას ეკოტურებს მიანიჭებენ. ეკოლოგიურად სუფთა ტურების მსვლელობისას არ ზიანდება ბუნება სხვადასხვა ნარჩენითა თუ საწვავის შდეგად გამოყოფილი ნახშიროჟანგით. კომპანია Natural Habitats-მა უკვე დაგეგმა ამაზონსა და არქტიკაზე სამეცნიერო ტურები.

 

 

ორანჟერია და ბაღები

 

ჩვენი დღევანდელი ცხოვრების რიტმი და ტექნოლოგიებთან მუდმივი კონტაქტი ცუდად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ბუნებაში სეირნობა და ლაშქრობა უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში დიდმა სასტუმროებმა მათ ტერიტორიაზე ბაღებისა და ორანჟერეების გაშენება დაიწყეს.

 

 

შვებულება სახლიდან გასვლისთანავე იწყება

 

ფუფუნების მოყვარულებს 2020 წელს დიდი სასტუმროები ახალ სერვისს შესთავაზებენ. თუ ნომერს ნაადრევად დაჯავშნით, სასტუმროს წარმომადგენელი თქვენი სახლის კარიდან სასტუმროს ნომერში დაბინავებამდე გვერდით იქნება და ყველაფერში დაგეხმარებათ.

 

 

ახალი all inclusive

 

მსოფლიოს წამყვანმა სასტუმროებმა გადაწყვიტეს დამსვენებლებს ახალი სერვისები შესთავაზონ. მაგალითად Blackberry Mountain დამსვენებლებს თიხაზე მუშაობის შესწავლას და იოგის გაკვეთილებს სთავაზობს. სასტუმრო Puro Vik კი დამსვენებელს 1200 დოლარის საფასურად ცხენზე ჯირითს და ღვინოების დეგუსტაციას სთავაზობს.

 

 

ტურისტული კლუბები

 

დახურული ტურისტული კლუბები 2020 წლიდან ისევ პოპულარული ხდება. 2020 წლიდან სასტუმროები ვიზიტორს დახურულ ტურისტულ კლუბებში გაწევრებას შესთავაზებენ. საწევროს გადახდის შემდეგ კი თქვენ ულიმიტოდ შეძლებთ კრუიზსა და სხვადასხვა ტურებში მოგზაურობას.

 

 

მაღალტექნოლოგიური სპა-პროცედურები

 

2020 წლიდან სპა-კურორტები ახალ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ. სპეციალური აპარატის საშუალებით თქვენ ვირტუალურ სამყაროში იმოგზაურებთ, აპატარი გამოიყენებს გულის ცემის, სუნთქვის და ორგანიზმის სხვა უამრავ ინფორმაციას.

 

 

ახალი თაობის საზღვაო კრუიზები

 

2020 წლისთვის დაგეგმილია, რომ ტრადიციული, უდიდესი ლაინერების ნაცვლად, სადაც 200 ადამიანი თავსდებოდა, 2020 წლიდან დამსვენებლები პატარა იახტებით იმოგზაურებენ და ისეთ ქალაქებშიც გაჩერდებიან, სადაც ადრე დიდი ლაინერები ვერ შედიოდა. ასე ბუნებასაც ნაკლები ზიანი მიადგება და ტურისტებიც უფრო მეტ პატარა ქალაქს ეწვევიან.

 

 

https://www.bpn.ge/

წაკითხვა 758 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.