ფრანგული კვარტალი ამერიკაში, ლუვრი, საგრადა - TripAdvisor-მა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები დაასახელა

გამოცემა TripAdvisor-მა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაასახელა. ათეულში მოხვდა ის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც 2019 წელს ყველაზე მეტმა ტურისტმა მოინახულა.

 

აღსანიშნავია, რომ მათ შორის 3 პოპულარული მიმართულება აშშ-ში, 2-2 საფრანგეთსა და იტალიაშია.

 

 

კოლიზეუმი - რომი, იტალია;

 

კოლიზეუმი - რომი, იტალია;-ის სურათის შედეგი

 

 

კოლიზეუმი იტალიის სიმბოლოდ ითვლება და მას ყოველწლიურად მილიონობით ადამინი სტუმრობს. კოლიზეუმი ახ. წ. I საუკუნეში აშენდა და ის გლადიატორების საბრძოლო არენას წარმოადგენდა.

 

 

ლუვრის მუზეუმი - პარიზი, საფრანგეთი;

 

ლუვრის მუზეუმი - პარიზი, საფრანგეთი;-ის სურათის შედეგი

 

ლუვრი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ მუზეუმად ითვლება. აქ ისეთი ცნობილი ხელოვნების ნიმუშები ინახება, როგორიც ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზაა.

 

 

ვატიკანის მუზეუმები - რომი, იტალია;

 

 ვატიკანის მუზეუმები - რომი, იტალია;-ის სურათის შედეგი

 

 

ვატიკანის მუზეუმები ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანში მდებაროებს და მუზეუმების კომპლექსს აერთიანებს. აქ მთელი მსოფლიოდან ათასობით ღირსშესანიშნავი არტეფაქტი ინახება.

 

 

თავისუფლების ქანდაკება - ნიუ-იორკი, აშშ;

 

თავისუფლების ქანდაკება - ნიუ-იორკი, აშშ;-ის სურათის შედეგი

თავისუფლების ქანდაკება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონუმენტია მსოფლიოში. ის ფრანგებმა ამერიკელებს აშშ-ის თავისუფლების 100 წლის აღსანიშნავად 1885 წელს აჩუქეს.

 

 

ეიფელის კოშკი - პარიზი, საფრანგეთი;

 

ეიფელის კოშკი - პარიზი, საფრანგეთი;-ის სურათის შედეგი

ეიფელის კოშკი საფრანგეთში ყველაზე ცნობილი შენობაა და ქვეყნის სიმბოლოს წარმოადგენს. ის 1889 წელს აშენდა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მას ბევრი ულამაზო შენობად მიიჩნევდა.

 

 

საგრადა-ფამილია - ბარსელონა, ესპანეთი;

 

საგრადა-ფამილია - ბარსელონა, ესპანეთი;-ის სურათის შედეგი

 

საგრადა-ფამილია (წმინდა ოჯახი) კათოლიკური ეკლესიაა, რომელიც ბარსელონაში მდებაროებს. მისი მშენებლობა 1882 წელს დაიწყო, თუმცა დღემდე არაა დასრულებული. პროექტზე ცნობილი არქიტექტორი ანტონიო გაუდი 40 წლის განმავლობაში მუშაობდა.

 

 

ფრანგული კვარტალი-ახალი ორლეანი, აშშ;

 

ფრანგული კვარტალი-ახალი ორლეანი, აშშ;-ის სურათის შედეგი

 

ფრანგული კვარტალი ახალი ორლეანის ყველაზე ძველი უბანია. ის 1718 წელს დაარსდა და განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა.

 

 

ანა ფრანკის სახლი - ამსტერდამი, ნიდერლანდები;

 

ანა ფრანკის სახლი-ის სურათის შედეგი

 

ანა ფრანკის სახლი ამსტერდამის ყველაზე მონახულებად ადგილს წარმოადგენს. ანა ფრანკის ოჯახმა ჰოლოკოსტის დროს აქ რამდენიმე წელი მალულად იცხოვრა.

 

 

უილის ტაუერი - ჩიკაგო, აშშ;

 

უილის ტაუერი - ჩიკაგო, აშშ;-ის სურათის შედეგი

 

უილის ტაუერი აშშ-ში ყველაზე მაღალ შენობას წარმოადგენს, რომელიც 1973 წელს აშენდა. მსურველებს შენობის 103-ე სართულზე ასვლა და იქიდან ჩიკაგოს ხედების დათვალიერება შეუძლიათ.

 

 

წმინდა მარკოზის მოედანი - ვენეცია, იტალია

 

წმინდა მარკოზის მოედანი - ვენეცია, იტალია-ის სურათის შედეგი

 

წმინდა მარკოზის მოედანი ვენეციის ყველაზე ცნობილი შენობის- წმინდა მარკოზის ტაძართან მდებარეობს და ქალაქის ყველაზე დიდ მოედანს წარმოადგენს.

 

 

წაკითხვა 1627 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 19 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.