March 29, 2024

საქართველო კემპინგისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაშია - რომელი ქვეყანა ლიდერობს რეიტინგში

სამოგზაურო სააგენტო Kiwi.com კემპინგისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებს ასახელებს. სააგენტომ კვლევა მსოფლიოს 53 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ჩაატარა.

 

კვლევისას მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოიყენეს და ქვეყნები 0-დან 50-მდე ქულით შეაფასეს.

 

 

კვლევის ძირითად კრიტერიუმებს შეადგენდა: ბუნებრივი მრავალფეროვნება, პეიზაჟები, დაცული ტერიტორიების მდგომარეობა, გარემოს დაბინძურება, უსაფრთხოება და სტიქიური უბედურებების მოსალოგნელი საშიშროება.

 

 

კემპინგისთვის საუკეთესო ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

 

1. კანადა- 45

 

2. ფინეთი- 42

 

3. ბრაზილია- 41

 

4. ესპანეთი - 40

 

5. შვედეთი-40

 

6. აშშ- 40

 

7. ავსტრალია- 39

 

8. ნორვეგია- 39

 

9. არგენტინა- 39

 

10. რუსეთი-39

 

 

რაც შეეხება საქართველოს, ის რეიტინგში 48-ე ადგილს 31 ქულით, ურუგვაისთან, ბულგარეთთან და პოლონეთთან ერთად იკავებს.

წაკითხვა 644 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.