10 ადგილი, რომლის მონახულებაც 2020-ის გეგმაში უნდა ჩაწეროთ

უკვე მოფიქრებული გაქვთ, სად უნდა იმოგზაუროთ 2020 წელს?

მსოფლიო ძალიან მრავალფეროვანი და ამოუწურავია, თუმცა, ჩვენ შეგირჩევთ იმ განსაკუთრებულ ადგილებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ 2020 წელს.  ახლავე შეგიძლიათ დაიწყოთ მზადება მოგზაურობისათვის.

 

ეს ის ადგილებია, რომლებიც, ჩვენი აზრით, ბევრად მეტად უნდა იყოს დაფასებული მოგზაურების მიერ.

 

1. მიავანა, მადაგასკარი

 

 

თუ ანიმაცია მადაგასკარი ნანახი გაქვთ, ალბათ, გარკვეული წარმოდგენა უკვე შექმნილი გაქვთ ამ კუნძულზე, თუმცა არ გეგონოთ, რომ ჯუნგლების და გარეული ცხოველების ლუკმად გიმეტებთ. ქალაქი მიავანა სავსეა კეთილმოწყობილი სასტუმროებით, ხოლო თუ მეფე ჯულიანის ფანებს გული გწყდებათ, შეგიძლიათ, რომ გული წყალქვეშა ტურებს გადააყოლოთ.

 

2. სტრასბურგი, საფრანგეთი

 

 

საფრანგეთის ეს ქალაქი ავტორიტეტულ სასამართლოსთან ასოცირდება, მაგრამ თუ სასამართლოს დარბაზი თქვენში აღტაცებას არ იწვევს, უნდა იცოდეთ, რომ სტრასბურგი სავსეა ულამაზესი ქუჩებით და პატარა ფერადი სახლებით. ერთ-ერთი მოგზაურის თქმით, სტრასბურგი დისნეის ზღაპარს უფრო ჰგავს, ვიდრე ნამდვილ ქალაქს, მაგრამ როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს სურათები, მაინც ჯობია, რომ საკუთარი თვალით ნახოთ.

 

3. ქემი, ფინეთი

 

 

ავრორას, იგივე ჩრდილოეთის ციალის დანახვა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია შესაძლებელი. ფინეთის პატარა ქალაქი ქემი სწორედ ასეთ ადგილებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთის ცილის დანახვა მხოლოდ მარტის ბოლოს არის შესაძლებელი, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის გამო, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ბილეთის ყიდვა და ფინეთში გამგზავრება.

 

4. ვენეცია, იტალია

 

 

ვენეცია აუცილებლად უნდა ნახოთ, სანამ ბოლომდე გაუჩინარდებოდეს წყალში. მის მოსანახულებლად მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა, ქალაქის მთავარი მოვლენა თებერვლის კარნავლია, რა დროსაც მილიონი ადამიანი ქუჩაში ნიღბებით გამოდის და ზეიმობს. კარნავალი იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრებ ბავშვებს სწავლა ოთხი დღით უწყდებათ.

 

5. ბერლინი, გერმანია

 

ბერლინი არა მხოლოდ კლუბების, არამედ მუზეუმების ქალაქიცაა. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმით დაწყებული, ჰოლოკოსტის მემორიალით დამთავრებული, ქალაქი უამრავ ისტორიულ მონუმენტს უყრის თავს. თუ ზაფხულში წახვალთ, შეგიძლიათ რომელიმე ტბის გვერდით მწვანე ბალახზე წამოწვეთ და დაფიქრდეთ იმაზე, რა კარგი რამაა ევროპა!

 

 

 

6. კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი

 

 

თუ რუმინეთი თქვენთვის მხოლოდ გრაფ დრაკულასთან ასოცირდება, ესე იგი, კიდევ ბევრი რამ გაქვთ აღმოსაჩენი: ტრანსილვანიის დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქი კლუჟ-ნაპოკა ტყის პირასაა გაშენებული, რომელიც რუმინეთის ბერუდის სამკუთხედადაა ცნობილი. ლეგენდის თანახმად, ამ ტყეში პარალელური განზომილების კარი იმალება. სიმართლეა ეს თუ მითი? არავინ იცის, რადგან პარალელური განზომილებიდან ჯერ არავინ დაბრუნებულა.

 

7. ბილუნდი, დანია

 

 

ლეგოლენდად ცნობილი პარკი ბილუნდში მდებარეობს. კოპენჰაგენიდან რამდენიმე საათით დაშორებული ქალაქი ლეგოს დაბადების ადგილად ითვლება. პარკში ყველაფერი ლეგოსგანაა აშენებული, სახლებიც კი, ხოლო თუ დღის ბოლოს ლეგოების ყურება ძალიან დაგღლით, შეგიძლიათ სკანდინავიის უდიდეს პარკს, ლალანდიას წყლის პარკს ესტუმროთ.

 

8. სფლითი, ხორვატია

 

 

ვისაც მ. ნაით შამელანის ფილმი აქვს ნანახი, შეიძლება სახელის გამო წასვლა გადაიფიქროს, მაგრამ არ შეგეშინდეთ. ეს ქალაქი ფსიქოლოგიური თრილერისთვის იდეალური ლოკაცია სულაც არაა. სფლითი კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი დასახლებაა და მის მთავარ ღირსშესანიშნაობას 305 წელს რომის იმპერატორ დიოკლეტიანესათვის აშენებული სასახლე წარმოადგენს.

 

9. იუკასარვი, შვედეთი

 

 

შვედეთის ერთ-ერთ ყველაზე ცივ ადგილას სასტუმრო დგას, რომელიც მთლიანად ყინულისგანაა აშენებული: საწოლი, სასტუმროს ნომრები, მისაღები ყველაფერი ყინულშია გამოკვეთილი. შემოსასვლელში ასევე ყინულის სკულპტურები დგას. ეს ისეთი გამოცდილებაა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ, თუმცა მცივანებისათვის ეს ადგილი ნამდვილად არაა განკუთვნილი.

 

10. ბრატისლავა, სლოვაკეთი

 

 

ალბათ, ყველას გახსოვთ "ევროტური" სადაც სკოტი და მისი მეგობრები ბრატისლავაში სულ შემთხვევით მოხვდებიან. ისიც გემახსოვრებათ, რომ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს დასაქირავებლად მარტო დოლარი და ოცდაშვიდი ცენტი ჭირდებათ. შეიძლება თქვენ ოდნავ მეტი ფულის წაღება დაგჭირდეთ, მაგრამ უძველესი მოზაიკით მოხატული ციხესიმაგრეების დასათვალიერებლად ნამდვილად ღირს. ბრატისლაველები ძალიან გაბრაზებულები არიან ამ ფილმზე, ასე რომ, ხუმრობები ამ თემასთან დაკავშირებით სჯობს ხმამაღლა არ თქვათ.

 

 

https://www.oktravel.ge/ka/

წაკითხვა 1235 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 13 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.