ბათუმი ევროპის ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების ტოპ ათეულშია
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს ორი ქალაქი, თბილისი და ბათუმი მოხვდა.
ისინი COVID-19-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების TOP ათეულში არიან.
ცნობილმა სამოგზაურო ორგანიზაცია - European Best Destinations რომელიც მილიონობით მოგზაურს, მსოფლიოში წამყვან მედია პლატფორმებს და ტურისტულ ორგანიზაციებს აერთიანებს საქართველო კორონავირუსისგან უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნია, თბილისი და ბათუმი ევროპაში სამოგზაუროდ 20 უსაფრთხო ქალაქს შორის დაასახელა.
„ბათუმი არაჩვეულებრივი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მოგონებებით აღსავსეს დაგტოვებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. შეუძლებელია ბათუმში მოიწყინო. აქ შეგიძლიათ დატკბეთ სანაპიროებით, ბუნებით, შოპინგით, კულტურით, გასტრონომიით, ღვინის ტურიზმითა და უნიკალური ღირსშესანიშნაობებით.
ბათუმი, უსაფრთხოა არამხოლოდ კორონავირუსის თვალსაზრისით, არამედ, კრიმინალის დონე 5-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში.
ბათუმი ულამაზესი პეიზაჟების, ძლიერი კულტურისა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობის ბრწყინვალე ნაზავია. ეს არის აჭარის რეგიონის მთავარი და საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი. ეს ულამაზესი ქალაქი გეპატიჟებათ, რათა განიცადოთ როგორც ისტორიული უძველესი ადგილების კონტრასტი, ასევე თანამედროვე ცხოვრების წესი", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი