ამ გვერდის ამობედვა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა

Forbes-მა ტურიზმის ამომავალ ვარკვლავთა შვიდეულში ეთიოპიასთან, ირანთან, მიანმართან, ფილიპინებთან, სლოვენიასა და ტუნისთან ერთად საქართველოც შეიყვანა.

გავლენიანი გამოცემა Forbes-ი ავრცელებს სტატიას, სადაც საქართველო 6 ქვეყანასთან ერთად დასახელებულია, როგორც ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავი. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ შვიდმა ქვვეყანამ მოახერხა იქცეს მთავარ ტურისტულ მიმართულებებად კორონავირუსის შემდგომ მსოფლიოში.

 

საქართველო, რომელიც ხშირად ეშლებათ ამერიკის „ატმების შტატში“ [Georgia], დამაჯერებლად მიიწევს წინ, რათა მოიპოვოს კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე იდილიური ტურისტული მიმართულების წოდება. დაიწყეთ თქვენი მოგზაურობა ქვეყნის დედაქალაქით - თბილისით, რომელიც გამოირჩევა ძველი უბნებით, სადაც უხვადაა მოკირწყლული ქუჩები, უძველესი ეკლესიები და რესტორნები მტკვრის გაყოლებაზე. საქართველოს ქალაქური ყოფა მართლაც საოცარია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს არც ქვეყნის თვალწარმტაცი ბუნება: დასავლეთისკენ ბორცვებზე გადაჭიმული საძოვრები და იდილიური დასახლებები აუცილებელ სანახაობას წარმოადგენენ. ასევე არ დაგავიწყდეთ ქართული ღვინის დაჭაშნიკება. საქართველო ხომ მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი რეგიონია მსოფლიოში - არსებული აღმოჩენები ცხადყოფს ქართული მეღვინეობის აყვავებას ჯერ კიდევ ძვ. წ. 6000 წელს“, - აღნიშნულია სტატიაში.

წაკითხვა 624 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 03 2020

სიახლეები