ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სავარაუდოდ, ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს.

„გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის მძიმე პერიოდია, ვერც იმას გეტყვით, რომ ერთ დღეში ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა იმედი გვაქვს იმის, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად ამას ყველაფერს დავაბრუნებთ. დაგვჭირდება დაახლოებით ერთი წელი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთმნიშვნელოვნად ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, სხვანაირად მთავრობა ცალკე, ბიზნესი ცალკე, ადგილობრივი ცალკე, არ გამოვა არაფერი. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში, კონკრეტულ სახელმწიფოებთან და პირველი როგორც ჩანს, იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს და რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა, ქუთაისი პირველ რიგში და შემდგომ ბათუმი. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ”, - განაცხადა პრემიერმა.

წაკითხვა 539 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 05 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.