"უნდა ვასწავლოთ ქართველებს საქართველოში დასვენება" - პრემიერ-მინისტრი

"უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, შიდა ტურიზმსაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს და ის საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.

 

პრემიერის თქმით, დღეს ჯანდაცვის სამინისტრო იმერეთის რეგიონში უკვე რამდენიმე სასტუმროს ამოწმებს იმის გასაგებად, ვინაა მზად, ტურისტები მიიღოს.

 

"მოგეხსენებათ, პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის გაიხსნება და დარწმუნებული ვარ, რომ შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს. ფაქტია, რომ დღეს ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ და ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ (არ ვიტყვი სად სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო). ამიტომ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ. შიდა ტურიზმსაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს. ეს სწრაფად უნდა ვისწავლოთ, სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და შემდგომ უკვე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ. რთული იქნება, რადგან ეს ყველაფერი უკიდურესად ფრთხილად და გონივრულად არის გასაკეთებელი, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. მეტსაც გეტყვით, შესაძლოა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყოთ, რეგიონში ერთმნიშვნელოვნად პირველები ვიქნებით, ვინც ამ პროგრესს შეინარჩუნებს“,-განაცხადა პრემიერმა.

წაკითხვა 549 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 05 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.