როგორ აწყობენ "მწვანე ქვეყნები" უსაფრთხო დერეფნებს

„მწვანე ქვეყნების“ კორიდორის პრინციპი ეფუძნება იმას, რომ ამ ქვეყნებს შორის ფრენა იყოს შეფერხებისა და დამატებითი ცნობების გარეშე. 

ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური მუშაობა საქართველოს მთავრობის - ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების ჩართულობით. ისინი პირდაპირ კონტაქტზე არიან იმ ქვეყნებთან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით არიან აღიარებულნი, როგორც „მწვანე ქვეყნები“.

 

"თუკი აღნიშნული მიიღწევა, საქართველოში შემოსვლა და გასვლა კორონავირუსის არქონის დამადასტურებელი ცნობების გარეშე იქნება შესაძლებელი. თუმცა, აღნიშნული მაინც საჭიროებს დამატებით დასტურს და ამიტომ ველით, რომ ეს ასე განხორციელდეს. ის ქვეყნები, რომლებიც არის ოფიციალურად „მწვანე“, ცდილობენ შეჯერდნენ იმ პროტოკოლზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მაქსიმალურად გავაცოცხლოთ ტურიზმი და ნაკლები შეფერხება იყოს მგზავრებისთვის“, - აღნიშნა თამარ არჩუაძემ.

წაკითხვა 570 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.