April 25, 2024

საქართველოში ტურისტული ნაკადების აღდგენის საკითხი დაკონსერვებულია - ზაფხულის სეზონი შიდა ტურისტების ამარა რჩება?!

“თითოეული თქვენგანს მოვუწოდებ, ვიმოგზაუროთ და დავისვენოთ საქართველოში.

ეს იქნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა ამ წელს ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი ტურისტული სექტორისთვის” - ასეთი განცხადებით პრემიერ-მონისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვისას მთავრობის წევრებს მიმართა. გახარიამ სხდომაზე ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნებთან, რომლებთანაც ტურიზმის საკითხზე მოლაპარაკებები თითქმის დასრულებული იყო, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, რის გამოც ამ ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების აღდგენის საკითხი დაკონსერვებულია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აეკრძალებათ თუ არა საჯარო მოხელეებს საზღვარგარეთ დასვენება - პრემიერის მიმართვა მთავრობის წევრებს.

 

“ქვეყნებთან, რომელთანაც მოლაპარაკებები თითქმის ბოლომდე იყო მისული და დასრულებულიც გვქონდა, ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და ჩვენმა კოლეგებმა თვითონ ჩვენივე ინტერესებიდან, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ ცოტა ხანი დავლოდოთ და ვნახოთ ციფრები როგორი იქნება. ეს ტურბულენტობა დაკავშირებულია არაპროგნოზირებადობასთან. მოგეხსენებათ, რომ ბევრია საუბარი მეორე ტალღაზე, ვაქცინის ერთ თვეში, ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში გამოჩენაზე. ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ - რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უაღრესად გონივრული, უაღრესად ფრთხილი და უაღრესად გაზომილი ჩვენს ეკონომიკასთან შესაბამისობაში”, - განაცხადა გახარიამ. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, ეპიდემიოლოგიურად, კრიზისისა და ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და საერთაშორისო ტურიზმის თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად იქნა აღიარებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“პრემიერი კორონავირუსის რვა ახალ დადასტურებულ შემთხვევას გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საუბრები კორონავირუსის დამარცხებაზე უკიდურესად ნაადრევია. “თითქოს არ არის ეს 8 შემთხვევა ბევრი, მეტიც გვქონია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ 8 შემთხვევიდან 3 გახლავთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელი. სამწუხაროდ, 2 შემთხვევაში, წარმომავლობის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ გაურკვეველია საბოლოოდ პირველწყარო რა იყო. ფაქტობრივად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ, უკიდურესად ნაადრევია. ამიტომ, მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს”, - თქვა გახარიამ.

 

“უცხოელი ტურისტების მიღება და ქვეყნის საზღვრების გახსნა, როგორც ჩანს, გაურკვეველი ვადით გადაიდო. პრემიერი ამბობს, რომ მიზეზი იმ სახელმწიფოებში დამძიმებული ეპიდვითარებაა, რომლებთანაც საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა. “რეზონანსი” არაერთ უწყებას დაუკავშირდა, თუმცა მეტზე საუბარი არავის სურს. საქმე იქითკენ მიდის, რომ ზაფხულის სეზონი შიდა ტურისტების ამარა რჩება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უცხოელი ტურისტები პირველი ივლისიდან საქართველოში ვერ შემოვლენ?! / საერთაშორისო ვიზიტორების მიღების დრო გადაიწევს და, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთთვიანი საზღვაო სეზონი გვექნება.

 

“ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვის წინ თავისებური მინიშნება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა - გახარია თქმით, ქვეყნებში, რომლებთანაც ტურიზმის საკითხებზე მოლაპარალება თითქმის დასრულებული იყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა. დღემდე რთულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და ნაკლებად იყო მოლოდინი, რომ ამ ქვეყნებიდან სტუმრებს მივიღებდით. იმას, რომ ტურიზმის ივლისიდან ვეღარ გაიხსნება ფაქტობრივად ადასტურებს ფინანსთა მინისტრი, რომლის განცხადებით “ზოგიერთ ქვეყანასთან მიმოსტვლის აღდგენას ვაპირებდით და ახლა შეიძლება ასე აღარ მოხდეს”. 3 კვირაში უცხოელი ტურისტების მიღება არარეალურად მიაჩნია ტურიზმის სფეროს სპეციალისტს, პროფესორ ნიკა კვარაცხელიას, რომლის აზრით წელს მხოლოდ ერთთვიანი საზღვაო სეზონი გვექნება და სტუმრები მხოლოდ აგვისტოში თუ ჩამოვლენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ვითარება ისეთია, რომ ტურიზმზეც აზრი ექიმბეს უნდა ვკითხოთ და არა ჩვენი სფეროს სპეციალისტებს. სავარაუდოდ, ვიზიტორბის მიღება ერთი თვის დაგვიანებით, აგვისტოში მოხდება და საერთაშორისო დამსვენებლებისათავის მოკლე ერთთვიანი საზღვაო სეზონი გვექნება, რადგან სწავლა და სამუშაო რეჟიმი ყველგან სექტემბრიდან იწყება. გარდა ამისა, ჩამოსვლის სურვილს ანელებს რეგულაციები, რომლებიც მთელ ქვეყანაში მოქმედებს. ასე რომ, დამაიმედებელი ნამდვილად არაფერი ელის წელს ტურიზმს საქართველოში”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა კვარაცხელია.

წაკითხვა 569 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 10 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.