ამ გვერდის ამობედვა

თბილისი უცხოელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე იაფი ქალაქია

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Mercer-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისი უცხოელებისთვის საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქალაქია.

Mercer-მა 209 ქვეყანაში გამოიკვლია საცხოვრებელი, ტრანსპორტის, კვების, ტანსაცმლის, კომუნალური, გასართობი და სამედიცინო მომსახურების ფასები. 209 ქვეყნის სიაში თბილისი 203-ე ადგილს იკავებს. 2019 წელს კი თბილისი ამ სიაში 202-ე ადგილს იკავებდა. 

 

ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი ჰონგ-კონგი გახდა, რომელსაც თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი მოსდევს. ათეულში მოხვდნენ ისეთი ქალაქები, როგორიცაა ტოკიო, ციურიხი, სინგაპური, ნიუ-იორკი, შანხაი, ბერნი, ჟენევა და პეკინი. ყველაზე შეღავათიანი ქალაქი უცხოელი მაცხოვრებლებისთვის ტუნისია. 

წაკითხვა 546 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 10 2020