ამ გვერდის ამობედვა

საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს ხვალიდან მიიღებს

საქართვგელოს ყველა დაცული ტერიტორია ვიზიტორებს ხვალიდან მიიღებს.

ტერიტორიაზე შესვლა სპეციალური წესების დაცვით აღდგება. 

 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის ტერიტორიაზე შესვლამდე ჩატარდება უკონტაქტო თერმოსქრინინგი, დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში, მათ შორის მღვიმეებში, სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

 

დაცული ტერიტორიები საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობაა, ულამაზესი ბუნებით, ხელუხლებელი ტყეებით, კანიონებით, მღვიმეებით, დინოზავრის ნაკვალევით და მრავალფეროვანი სერვისებით, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

 

2019 წელს, საქართველოს ეროვნულ პარკებს 1 200 000 ვიზიტორი ესტუმრა. მათ შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა:

 

  • ყაზბეგის ეროვნული პარკი;
  • მარტვილის კანიონი;
  • პრომეთეს მღვიმე;
  • ოკაცეს კანიონი;
  • თბილისის ეროვნული პარკი.
წაკითხვა 573 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 14 2020

სიახლეები