"ღვინის ტური საქართველოში"- «Göteborgs-Posten»

შვედეთის ქალაქ გეტებორგის ყოველდღიურ გაზეთ „გეტებორგ-პოსტენ“-ში («Göteborgs-Posten») 12 ივნისს გამოქვეყნდა სტატია „ღვინის ტური საქართველოში“, რომელშიც შვედი  ექსპერტის მარი ოსკარსონის სტაბეჭდილებებია გადმოცემული.

 

„რამდენიმე წლის განმავლობაში მე საქართველოში, სხვადასხვა მიზეზების გამო, რეგულარულად დავდიოდი. მართალია, ღვინის საწარმოები უშუალოდ არ მინახავს, მაგრამ  ვიცი ქართული ღვინის არომატი, ქართული სამზარეულოს კერძების გემო და ხშირად ნოსტალგიურად ვიხსენებ კავკასიის ამ მშვენიერ და სტუმართმოყვარე ქვეყანას“, - წერს მარი ოსკარსონი.

 

„დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ალბათ, მალე ვერ ჩავალ თბილისში, მაგრამ ახლა მინდა გავიხსენო ღვინის თემაზე მწერალი ამერიკელი ჟურნალისტის ელის ფეირინგის სტატიები. იგი ზოგადად ნატურალური ღვინის დამზადების დამცველია და ეწინააღმდეგება იმ ღვინოებს, რომლებიც კონკრეტული ბაზრისთვის იწარმოება. ასეთმა სწრაფვამ ელის ფეირინგი საქართველოში ჩაიყვანა, სადაც ნატურალური ღვინოები უხსოვარი დროიდან მუდმივად მზადდება“, - წერს ავტორი და შვედ მკითხველს განუმარტავს: „ქართულ ღვინოებს ქვევრებში აყენებენ - დიდ თიხის ჭურჭლებში, რომლებიც მიწაშია ჩაფლული. ეს ტრადიცია უკვე არსებობდა, როცა საქართველოში ძველი რომაელები გამოჩნდნენ. საქართველოში ვაზის დაახლოებით 500-მდე ადგილობრივი ჯიში არსებობს. ყველაზე მეტად გავრცელებულ წითელ ღვინოს „საფერავს“ უწოდებენ, ხოლო მის ექვივალენტ თეთრ ღვინოს - „რქაწითელი“ ჰქვია“.

 

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ იგი იზიარებს ელის ფეირინგის თვალსაზრისს ქართული კულტურისა და ტრადიციების განსაკუთრებულობის შესახებ. „მე წაკითხული მაქვს მისი ჩანაწერები ქართული ღვინისა და ქართული სამზარეულოს შესახებ: ხაჭაპური, ხინკალი და ნიგვზიანი ბადრიჯანი, ქართული სუფრა თამადით, რომელიც თასით ხელში წარმოსთქვამს საოცარ სადღეგრძელოებს... მე მინდა ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახო. ამიტომაც, მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, როგორც კი საქართველოში ჩასვლის შესაძლებლობა გამიჩნდება, აუცილებლად წავალ და ელის ფეირინგის კვალს გავყვები და პირადად ვნახავ, თუ როგორ მზადდება ქვევრის ღვინო“, - აღნიშნავს შვედი ღვინის ექსპერტი.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.gp.se/livsstil/två-dagar/nästa-vinresa-går-till-georgien-1.29024938

წაკითხვა 558 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.