"ერთად აღმოვაჩინოთ საქართველო!"-საქართველოს პრეზიდენტი

ადგილობრივი ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ლამისყანიდან მიმართავს.

"დღეს 15 ივნისია.  დღეიდან იხსნება შიდა ტურიზმი. მე მინდა თქვენთან ერთად დავიწყო მოგზაურობა საქართველოში. აღმოვაჩინოთ სხვანაირი საქართველო, ისეთი ადგილები, რომლებიც შესაძლოა, ნაკლებად ცნობილია და ყველამ ერთად გავიგოთ, რომ აქ ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც მართლაც აღმოჩენად ღირს. 

 

დღეს ლამისყანაში ვართ, თბილისთან ახლოს, ერთი საათის სავალზე. ლამისყანის ეს ციხესიმაგრე ჯერ ქსნის ერისთავების, შემდეგ კი, ჯამბაკურ-ორბელიანთა ციხესიმაგრე იყო. 

 

აქიდან გაიტაცეს დავით გურამიშვილი და ამ სოფელში, თუ არ ვცდები, დაახლოებით ორმოცდაათამდე ძეგლი, ძველი მარანი და ძალიან ბევრი საინტერესო რამ  არის მართლაც აღმოსაჩენი. 

 

ჩვენ დღეს აქედან წავალთ და ბევრ სხვა ადგილს გაჩვენებთ. შეგიძლიათ გვესტუმროთ ჩვენს Facebook გვერდზე, ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში, აღმოვაჩინოთ საქართველო, მაგრამ აუცილებელია, მაინც დავიცვათ სიფრთხილე, ყველა ერთად ვიყოთ ფრთხილად და ვიმოგზაუროთ ფრთხილად!", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვაში.

ადგილობრივი ტურიზმის გახსნასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გურიის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონს ეწვევა, რამდენიმე კურორტსა და დაცულ ტერიტორიას დაათვალიერებს.

წაკითხვა 497 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.