ამ გვერდის ამობედვა

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს საქართველოში ჩამოსულმა ტურისტმა

უცხოელი ტურისტების მიღების წესები ჯანდაცვის სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაყრდნობით შემუშავდა და შესაძლოა კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში საკარანტინე ზონები სახელმწიფომ კვლავ გამოიყენოს. 

ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

 

მინისტრის განმარტებით, ტურისტს თან უნდა ჰქონდეს PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ კოვიდი არ აქვს. იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც დოკუმენტი არ ექნებათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ტესტის ჩატარებას აეროპორტში და იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ ტურისტების დიდ ნაკადებს, მოლაპარაკებებია სასტუმროებთან, სადაც ტურისტების განთავსება მოხდება და დაელოდებიან ტესტის პასუხებს.

 

„ტურისტების დასახვედრად ყველა წესი შემუშავებულია, გვაქვს მრავლობითი პუნქტები იმისათვის, რომ მოხდეს ტურისტების გატესტვა საჭიროების შემთხვევაში. ასევე ჩვენ ვინარჩუნებთ ყველა იმ საკარანტინე სივრცეს, რომელიც იყო დღემდე არსებული, უბრალოდ ჩვენ გვაქვს რაოდენობრივი ცვლილება აქ შეტანილი, ვინაიდან გარკვეულ სასტუმროებს ჩვენ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ მათ მიიღონ ტურისტები, თუმცა ყველა სასტუმრო ვალდებულია, რომ გაითვალისწინოს ის უსაფრთხოების ნორმები, რომელიც შემუშავებულია ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომანდაციაზე დაყრდნობით. ჩვენ გვაქვს ტესტების საკმარისი რაოდენობა, ეს მნიშვნელოვანია; ასევე ჩვენ გვაქვს კოორდინაცია და დალაგებული ლოგისტიკა ყველა საჭირო ლაბორატორიასთან, რომელიც დღეს საქართველოში ფუნქციონირებს და ეს ნიშნავს იმას, რომ ეტაპობრივად ჩვენ შეგვეძლება 3 000 – 4 000 და შემოდგომამდე უკვე 10 000 ტესტის ჩატარება დღიურად, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ დიაგნოსტიკა იქნება დროული. ქვეყნებს შორის სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები არსებობს. პირველი, რა მოთხოვნაც გვაქვს არის, რომ ტურისტს თან ექნება PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ კოვიდი არ აქვს. იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც დოკუმენტი არ ექნებათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ტესტის ჩატარებას აეროპორტში და იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ ტურისტების დიდ ნაკადებს, მოლაპარაკებებია სასტუმროებთან, სადაც ტურისტების განთავსება მოხდება და დაელოდებიან ტესტის პასუხებს“, - განმარტა მინისტრმა.

წაკითხვა 505 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 18 2020