“იმედია საქართველოში მხოლოდ ჯანმრთელი ტურისტები შემოვლენ, რომლებიც პირბადით სიარულს გაუძლებენ...”

“პირველი ივლისიდან მსოფლიოს ქვეყნები და მათ შორის საქართველო საერთაშორისო საზღვრებსა და ტურისტულ სეზონს ხსნის.

კორონავირუსის გამო, საქართველო ტურისტების შემოდინებასთან დაკავშირებით კონკრეტულად რა ტიპის ზომებს მიიღებს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთი რამ თავსითავად ცხადია, რომ ტურისტს სამედიცინო პირბადე მგზავრობის განმავლობაში აუცილებლად უნდა ეკეთოს. აღსანიშნავია, რომ თბილისამდე მომავალ ტურისტს მოგზაურობასთან დაკავშირებულ ფორმალობების გავლისთვის (აეროპორტი-თვითმფრინავი-აეროპორტი) საშუალოდ 7-8 საათი სჭირდება, აღნიშნულ ადგილებში კი აუცილებლობას წარმოადგენს, რომ მოგზაური სამედიცინო პირბადით აღჭურვილი იყოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შესაძლებელია თუ არა მრავალსაათიანი მგზავრობა პირბადით და როგორ აისახება ეს საერთაშორისო ტურიზმზე / “არიან ადამიანები, რომლებიც ვერ გუობენ პირბადეს, მოხრჩობის შეგრძნება აქვთ და თავს ძალიან ცუდად გრძნობენ”.

 

“კორონავირუსული პანდემიის გამო ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ტურისტულად აქტიურდება, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არააა საქართველო პირველ რიგში საზღვარს რომელ ქვეყნებთან გახსნის. ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ზედიზედ 7-8 საათი ადამიანს არავინ არ აიძულებს და ვერც შეძლებს, რომ სამედიცინო პირბადე ეკეთოს, თუმცაღა, მისივე თქმით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააჩნია. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ სამედიცინო პირბადით მგზავრობა ჯანმრთელობაზე კარგად არ აისახება, თუმცა, მისივე თქმით, სჯობს ტურისტს პირბადე ეკეთოს, ვიდრე შემდეგ კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეები შეიქმნას”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“როგორც ვიცი, მაგალითად, 7-8 საათი ზედიზედ პირბადის ტარებას არავინ არავის არ აძალებს, მხოლოდ თავშეყრის ადგილებზე, ტრანსპორტში და სადაც ბევრი ხალხია იქ - ზედაზედ ამდენი ხანი პირბადეს არავინ არ ატარებს. ისე, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააჩნია, ზოგს შეუძლია ზოგს არა. მაგალითად, ექიმები ძალიან დიდხანს, 8-9 საათი დგანან ხოლმე ოპერაციაზე და პირბადე აქვთ გაკეთებული - რა თქმა უნდა, ეს ძალიან ინდივიდუალურია. არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ვერ გუობენ, მოხრჩობის შეგრძნება აქვთ და თავს ძალიან ცუდად გრძნობენ - ასეთი რაღაცაც არსებობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.

 

“მაგრამ, პირბადეები სულაც რომ მოვხსნათ, აქ უკვე მეორე მომენტი იქმნება, რამდენად უსაფრთხოდ ვიქნებით , ამიტომაც აქ ასეთი მომენტია - გავაკეთებთ ცუდია, არ გავაკეთებთ, მაინც ცუდია, მანკიერი წრე გამოდის . ტურისტები სხვა ქვეყნებშიც ჩადიან, სადაც ეს რეგულაცია არსებობს, პირბადეს ატარებენ და არაა პრობლემა, იგივე იტალიაში. არც ესაა იდეალური, მაგრამ ამაზე კარგი მეთოდი ჯერჯერობით არაა, ესაა საშუალება, რომ მეტ-ნაკლებად კორონავირუსის გავრცელების რისკები დავაკლოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ნამდვილად არ დაემართება ადამიანს და პირბადე უშველის, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ არ დაგემართოს, საგრძნობლად იკლებს” - დაასკვნის სურგულაძე.

 

“რომ გითხრათ, რომ პირბადით მგზავრობა ჯანმრთელობაზე ძალიან კარგად აისახება - არა, მაგრამ, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ადამიანს რამე ქრონიკული დაავადების გამო ისედაც ჰაერის უკმარისობები, ასთმური მოვლენები და ა.შ. აქვს, ასეთი ადამიანებისთვის რა თქმა უნდა ძნელი იქნება, მაგრამ იმედია ასეთი ადამიანები ამჯერად ტურიზმს თავს აარიდებენ და საქართველოში მხოლოდ ჯანმრთელები შემოვლენ, რომლებიც პირბადით სიარულს გაუძლებენ. სჯობია პირბადე ეკეთოს, ვიდრე მერე რაღაცა პრობლემა შეექმნას. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ შიდა გავრცელებას და ახალი კლასტერის გაჩენას, ამას პირბადე სჭირდება თუ კიდევ სხვა რამე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის - მით უმეტეს, რომ დათმობაზე მივდივართ და ტურიზმი იხსნება, ტურიზმის გარეშე საქართველოს ეკონომიურად ძალიან გაუჭირდება. პირბადის ტურიზმი თავის მოტყუება ნამდვილად არაა - პირბადე მხოლოდ პირზე მიდებული კი არ უნდა გვქონდეს, არამედ ცხვირ-ხახა მთლიანად უნდა იყოს დაფარული. ანუ ერთია, რომ მან სხვას არ გადასდოს და შედარებით მცირე შანსია, რომ მას გადაედოს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

წაკითხვა 527 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 23 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.