April 25, 2024

საქართველოს საზღვარი კიდევ ერთმა ქვეყანამ გაუხსნა

დანიის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის.

ინფორმაციას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საზღვარი საქართველოს მოქალაქეებისთვის 18 ივლისიდან გაიხსნება. 

 

როგორც ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტრომ ორი კვირის თავზე გადახედეს ევროკავშირის საბჭოს მიერ რეკომენდებული „მწვანე ქვეყნების” სიას და მიიღეს გადაწყვეტილება, საზღვრები გაუხსნან აღნიშნულ სიაში არსებულ კიდევ რამდენიმე ქვეყანას, კერძოდ, საქართველოს, ტუნისსა და ურუგვაის.

 

ამასთან, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ურუგვაისა და საქართველოში დანიის მოქალაქეებისთვის მოქმედებს სამგზავრო შეზღუდვები და კარანტინის მოთხოვნა, ამიტომ აღნიშნულ ორ ქვეყანაში გამგზავრება განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე რეკომენდებული კვლავ არ არის. ანალოგიური რეკომენდაცია მოქმედებს ექვს ქვეყანასთან მიმართებაშიც, რომლებსაც დანიამ საზღვარი მიმდინარე თვის დასაწყისში გაუხსნა.

წაკითხვა 630 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 17 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.