ევროკავშირის ახალი სია - საქართველო კვლავ უსაფრთხო ქვეყნებს შორისაა
ევროკავშირმა მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა.
ახალი სიიდან ამოღებულია ალჟირი.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში რჩებიან ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.
ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილი არის ჩინეთიც, თუმცა ჩინეთთან მიმოსვლა ევროკავშირში მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, როდესაც საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებას ჩინეთიც მიიღებს.
ევროკავშირის მიერ უსაფრთხოდ აღიარებული ქვეყნები სამ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე „კოვიდ-19“-ის შემთხვევების საშუალო რიცხვი ევროკავშირის მაჩვენებელზე დაბალი უნდა იყოს, ასევე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია უნდა აღინიშნებოდეს.
ამასთან, უნდა იყოს გათვალისწინებული ქვეყანაში ტესტირებების, კონტაქტების მოძიებისა და მკურნალობის პრაქტიკა.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი