"ტურისტები, რომლებიც მიუნხენისა და პარიზის რეისებს ჩამოყვნენ, საქართველოში კარანტინის გავლის გარეშე შემოვიდნენ"
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის გაცხადებით, ტურისტები, რომლებიც მიუნხენისა და პარიზის რეისებს ჩამოყვნენ, საქართველოში კარანტინის გავლის გარეშე შემოვიდნენ.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ამ რეისებს საქართველოს მოქალაქეებიც ჩამოყვნენ, რომლებიც ორმაგი მოქალაქეები არიან და ისინიც ქვეყანაში ასევე კარანტინის გარეშე შემოვიდნენ.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის საავიაციო და ტურიზმის ინდუსტრიაში ბრუნდებიან ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ავიაკომპანიები, რეგულარული რეისების ოპერირებით. გუშინ შესრულდა პარიზის რეისი. ბორტზე იმყოფებოდა 188 ადამიანი, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტები არიან. ბუნებრივია, მათ კარანტინის გარეშე დატოვეს აეროპორტი და ახლა უკვე მოგზაურობენ საქართველოში. იგივე პრინციპი გავრცელდა მიუნხენის რეისზეც. ამ რეისზეც ჩამოსული მგზავრების აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სიახლეები
- "საქართველო გზაგასაყარზეა - ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- "გულანთებულ ახალგაზრდებს მივმართავ, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება"
- "ვინც ამბობს, რომ ეს კანონი რუსულია, არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს" - პრემიერი
- "დროა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან"- საპატრიარქო
- "დღეს ქვეყანა გადასარჩენია" - თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ