"95 ქვეყანას ვთავაზობთ პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“-გიორგი გახარია
ჩვენ 95 ქვეყანას ვთავაზობთ პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვახერხებთ და უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი მიღწევები ვირუსის მართვის მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში, დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ჩვენი ტურისტული სექტორისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს წამოწყება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ეკუთვნის და მას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
„საინტერესო წინადადებაა, რომელსაც ჰქვია: „იმუშავე საქართველოდან“. მოგეხსენებათ, გლობალური პანდემიის პირობებში სულ უფრო და უფრო მეტი, როგორც ტრანსნაციონალური კორპორაციები, ასევე გლობალური კომპანიები გადადიან დისტანციურ მუშაობაზე და ფაქტობრივად, ადამიანის გეოგრაფიულ მდებარეობას არ აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ მან დისტანციურად განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები. ამიტომ ეს პროგრამა იმუშავებს 95 ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალურ კომპანიებში თანამშრომლებს ჩვენ ვეპატიჟებით საქართველოში და ვთავაზობთ მინიმუმ 180 დღის განმავლობაში, დისტაცნიურად საქართველოდან შეასრულონ თავიანთი სამუშაო ვალდებულებები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, საქართველოში მათი ყოფნა იყოს უსაფრთხო მათი ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა, ასევე კომფორტული. ეს პროგრამა ატვირთულია უკვე stop.gov.ge-ზე, საიდანაც ყველას შეუძლია ისარგებლოს და დეტალურ განმარტებებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კიდევ გააკეთებს,“ - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- "დღეს ამ კანონის მიღება არის ქვეყნის ღალატი!" - ფრიდონ შუბითიძე
- 29 აპრილს, ქუთაისში აქცია-კონცერტი - “არა რუსულ კანონს” გაიმართება
- "სენატორების წერილი განგაშის ზარია"- სალომე სამადაშვილი
- "პროვოკაციებს არ დავუშვებთ - კარგია, რომ აქციები სხვადასხვა დღეს იმართება" - ირაკლი ღარიბაშვილი
- "მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელია, მასში მზაკვრობაა ჩადებული, მინიშნება, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო რეჟიმი" - ირაკლი ღარიბაშვილი