საქართველო - ველური კავკასიის ხიბლი

გერმანიის თიურინგიის მხარის გაზეთ „ოსტთიურინგერ ზაიტუნგ“-ში («Ostthüringer Zeitung»), რომელიც ქალაქ გერაში იბეჭდება, გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „საქართველო - ველური კავკასიის ხიბლი“, რომელიც მკითხველს სთავაზობს გაეცნოს ქართულ კულტურასა და ტრადიციებს მულტივიზიური შოუს მეშვეობით.


 
კორონავირუსის პანდემიის გამო ტურიზმისა და მოგზაურობის მოყვარულები საკმაოდ არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ამიტომ გაზეთმა გადაწყვიტა ეს დანაკლისი შეავსოს და მსურველებს  მულტივიზიურ შოუზე იწვევს, რომელიც 23 სექტემბერს გერას საქალაქო ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება. შოუს უძღვება რალფ შვანი - მთამსვლელი, მოგზაური, რომელიც საქართველოში მრავალჯერ არის ნამყოფი.


 
„საქართველო - ეს არის მრავალფეროვანი ქვეყანა, უძველესი კულტურით, თბილი და კეთილი მცხოვრებლებით, სტუმართმოყვარე ხალხით, ეგზოტიკური კულინარიით და კავკასიის გრანდიოზული მთებით. რალფ შვანი ევროპასა და აზიას შორის მდებარე ქვეყნის ნათელ პორტრეტს მულტივიზიურ რეპორტაჟში წარმოგიდგენთ“, - ნათქვამია სტატიაში.


 
„მსურველები გაეცნობიან სვანეთს თავისი შუა საკუნეების დროინდელი კოშკებით, ვირტუალურად დალაშქრავენ ხუთკილომეტრიანი სიმაღლის ყაზბეგის მთას, რომელზეც ლეგენდარული პრომეთე ყოფილა მიჯაჭვული, დაათვალიერებენ ხევსურეთს, ეგზოტიკურ სოფელ შატილს და მუცოს, თუშეთს... ყურადღების გარეშე არ იქნება დატოვებული საქართველოს არც სხვა რეგიონები: კახეთი როგორც კულინარიისა და მეღვინეობის რეგიონი, ვაშლოვანის ნაკრძალი თავისი უნიკალური ფლორითა და ფაუნით, სამცხე-ჯავახეთის ვულკანური ლანდშაფტი“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
 
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო:
https://www.otz.de/regionen/gera/georgien-im-zauber-des-wilden-kaukasus-id230477390.html

წაკითხვა 631 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.