აგვისტო 31 2022 წაკითხვა 360 ჯერ

საქართველო მოგზაურობის და ბუნების მოყვარულთა ქვეყანაა და ის 2023 წელს ITB Berlin-ის გამოფენის პარტნიორია. ამ სათაურით გერმანული კულინარიული ჟურნალი Gour-Med საქართველოს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

აგვისტო 08 2022 წაკითხვა 307 ჯერ

“ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის მიზანი დგას”, - განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ოპოზიციის იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი დაწესდეს.

მაისი 17 2022 წაკითხვა 397 ჯერ

თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ერთობლივად გახსნეს აეროპორტი რიზე-ართვინი - თურქეთის მეორე აეროპორტი, რომელიც შავი ზღვის რეკულტივირებულ ტერიტორიაზე, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ახალი აეროპორტის შედეგად, აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონი გახდება სატრანსპორტო ჯაჭვის გადაზიდვის ცენტრი, რომელიც წარმოიქმნება კავკასიის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის პოტენციური მიმოსვლის შედეგად.

pasted-74-1652788578.png

 

რიზე-ართვინის აეროპორტი მდებარეობს რიზეს ცენტრიდან 34 კილომეტრში, ჰოპას რაიონული ცენტრიდან 54 კილომეტრში და ართვინიდან 125 კილომეტრში. აეროპორტი რიგით მეორეა თურქეთში, რომელიც აშენდა ზღვის სანაპიროსთან, ორდუ-გირესუნის აეროპორტის შემდეგ.

205304-1652788606.jpg

რიზე-ართვინის აეროპორტის წლიური მგზავრთნაკადი განსაზღვრულია 3 მილიონით.

რიზე-ართვინი არის მეხუთე აეროპორტი მსოფლიოში, რომელიც ზღვაში არის აშენებული.

205310-1652788622.jpg

 
 
დეკემბერი 16 2021 წაკითხვა 631 ჯერ

საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ CNN-მა მედიაპლატფორმაზე სტატიათა ციკლი გამოაქვეყნა. CNN-ზე სტატიები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ვრცელდება.

 

თითოეულ სტატიას CNN-ზე ერთი  სლოგანი აერთიანებთ - “დაგეგმე მოგზაურობა საქართველოში.” სტატიებში საქართველოს დაცული ტერიტორიები, ღვინო და სტუმართმოყვარეობა, იმერეთი, საქართველოს ზამთრის კურორტები და ზამთრის აქტივობებია აღწერილია.

 

„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა“-CNN

 

“იმოგზაურე და შეისწავლა საქართველოს ველური ბუნება.“-მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედია-პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვაშლოვანის, ლაგოდეხის ნაკრძალები, ბორჯომ-ხარაგაულის, თუშეთის, თბილისის ეროვნული პარკები, ჯავახეთის დაცული ტერიტორია, ბათუმთან ახლოს მდებარე ფრინველებზე დაკვირვების ადგილია აღწერილი. „თუ გსურთ ბუნებაში ჩაფლობა და ევროპაში ყველაზე საოცარი ველური ბუნების პეიზაჟების აღმოჩენა საქართველოს უნდა ეწვიოთ. საქართველოს მიმართულებით 40 ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეისს. აქ მოხვედრა და მოგზაურობა ასეთი ადვილი არასდროს ყოფილა.“-წერია CNN-ის სტატიაში.

 

„ქართული ღვინო და სტუმართმოყვარეობა“

 

„თითოეული სტუმარი ღვთისგან გამოგზავნილი საჩუქარია, ასეთია ქართული გამონათქვამი, რაც კარგი პირობაა მოგზაურთათვის, რომლებიც ამ აღმოუჩენელ ტურისტულ მიმართულებას ეძებენ, ეს ფრაზა კი გამყარებულია შესანიშნავი კერძებითა და ღვინით. საქართველოში სტუმართმოყვარეობა ჩვევაზე მეტია. ეს ღრმა ტრადიციაა“- ასე იწყება CNN-ის სტატია ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ.

 

სტატიაში მრავალფეროვანი ქართული კერძები, სუფრის ტრადიცია, თბილისის კვების ობიექტები, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულო და ღვინის 8 ათასწლოვანი ისტორიაა წარმოდგენილი.

 

„იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, მღვიმეები, ვენახები და გამაჯანსაღებელი კურორტები-გზამკვლევი იმერეთში“

 

„იმერეთი სავსეა ღირსშესანიშნაობებით, ისტორიული ადგილებით დაწყებული ვენახებით დამთავრებული. იმერეთში მოგზაურობას უმრავლესობა ქუთაისიდან იწყებს, ერთ დროს საქართველოს დედაქალაქი ახლა მეორე ქალაქია, ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში, ამ ტერიტორიაზე ადამიანი პირველად ასი ათასი წლის წინ დასახლდა. დღეს ქუთაისი ავიაკომპანია Wizz Air-ის სახლია და შედეგად ქუთაისი ევროპის მრავალ ქალაქს ადვილად უკავშირდება. ქუთაისში განვითარდა თანამედროვე კაფეები, რესტორნები და ღამის კლუბები.“-ამ ციტატით იწყებს CNN-ის სტატიას.

 

სტატიაში აღწერილია ქუთაისი, ბაგრატის საკათედრო ტაძარი, გელათის მონასტერი კაცხის სვეტი, სათაფლია და პრომეთეს მღვიმე. 

 

 „საქართველოს საოცარი ზამთარი, გრძელი დღესასწაულები და ჯადოსნური ზამთარი“

 

„ზამთარს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბევრი დღესასწაული მოაქვს, მაგრამ საქართველოში დღესასწაულები უფრო ხანგრძლივია და ის თითქმის მთელი იანვარი გრძელდება. საქართველო საუკეთესო მიმართულებაა ზამთარში დასასვენებლად, საქართველოს სამთო კურორტები დამსვენებლებს ზამთრის სპორტის უამრავ სახეობას სთავაზობს. „-წერს CNN საქართველოს სამთო კურორტების შესახებ.

 

სტატიაში აღწერილია გუდაური, სვანეთის სამთო კურორტები, თბილისის საახალწლო მორთულობა და რელიგიური დღესასწაულები, რომელსაც ზამთარში აღნიშნავენ.

 

„საქართველო ზამთრის საოცრებათა ქვეყანა“

 

CNN-ის კიდევ ერთი სტატია ეძღვნება საქართველოს ზამთრის კურორტებსა და ბუნებას.

 

„ულამაზესი ტბების, მთებისა და ხეობების სამშობლო საქართველო ძირითადად ტურისტული რადარის მიღმა იყო, თუმცა ახლა მსოფლიო ეცნობა იმ შარმს, რაც საქართველოს აქვს. ქართველი ხალხი გატაცებულია ბუნების სილამაზის შენარჩუნებით, ამავდროულად ამაყობს თავისი ქვეყნის სილამაზით და მას მოგზაურებს უზიარებს. ქართველებმა შეძლეს და ბუნება დაიცვეს, გამოაცხადეს დაცულ ტერიტორიებად და ეროვნულ პარკებად, შედეგად ასობით ათასი ჰექტარი ველური ბუნება ხელშეუხებელი გადარჩა. „-წერია CNN-ის სტატიაში, რომელიც საქართველოს ზამთრის კურორტების აღწერით გრძელდება. მესტია, გოდერძი, ბაკურიანი, ბორჯომი, გუდაური, სტეფანწმინდა-სტატიაში დეტალურად არის აღწერილი საქართველოს კურორტები, ჯავახეთის გაყინული ტბები და გურიის ტყე-პარკები.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს მედია და სამოგზაურო პლატფორმებს მოიცავს, როგორებიცაა Conde Nast Traveler Global, Conde Nast Traveler Middle East, Time Out Magazine Middle East, Wego, CNN, National Geographic, Expedia, Vogue.

 

კამპანიის ფარგლებში CNN- ზე გადის საქართველოს ზამთრის  კურორტების ამსახველი ვიდეო რგოლი. 

 

კამპანია მიმდინარეობს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისრაელში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, აშშ-ში. კამპანია ნოემბერში დაიწყო და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.

https://sponsorcontent.cnn.com/int/georgia-national-tourism-administration/discover-georgia/

ნოემბერი 03 2021 წაკითხვა 378 ჯერ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესტიაში რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასიხარულოა ადგილობრივი კერძო სექტორისთვის.

ოქტომბერი 20 2021 წაკითხვა 407 ჯერ

პოპულარულმა  ბულგარულმა ტელეკომპანიამ „Bulgaria ON AIR“ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი 11 წუთიანი რეპორტაჟი მოამზადა. გადაცემაში საქართველოს შესახებ ისაუბრა მოგზაურმა ჟურნალისტმა ვლადინა ცეკოვამ. მისი თქმით ბულგარეთმა საქართველოსგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს.

გვერდი 2 სულ 7
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.