March 29, 2024

"უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს ფული გადასცა" - ISFED განცხადებას ავრცელებს

"მცხეთის საარჩევნო ოლქის N2 საარჩევნო უბანთან ქართული ოცნების კოორდინატორები არიან მობილიზებულნი, რომელთაგან ერთ-ერთმა უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს ფული გადასცა.

დამკვირვებლის დანახვის შემდეგ კოორდინატორები დაიშალნენ",- ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია ISFED აკეთებს.

 

არასამთავრობოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გლდანის საარჩევნო ოლქის 39-ე საჯარო სკოლასთან, სადაც N79, N80 და N81 საარჩევნო უბნებია განთავსებული, უცნობმა მამაკაცმა აგრესია გამოხატა სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის მიმართ, რომელიც უბნის პერიმეტრზე ფოტოს იღებდა. იმავე ადგილას, სხვა მამაკაცმა აგრესიული იყო ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტის მიმართ, რომელიც ადგილზე მუშაობდა.

 

"მცხეთის საარჩევნო ოლქის N6 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა კოორდინატორებმა აგრესია გამოამჟღავნეს სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის მიმართ, რომელიც უბნის გარე პერიმეტრზე ფოტოს იღებდა.

 

ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის N22 საარჩევნო უბანზე სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა აღმოაჩინა ერთი და იგივე პირების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა (ე.წ. კარუსელი). საარჩევნო უბანთან მობილიზებული ადამიანები საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს რიგრიგობით შეყავთ საარჩევნო უბანზე და უფლებას აძლევენ ხმა მისცენ არაერთხელ. საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი არ ამოწმებს მარკირებას. მან მარკირების შესამოწმებელი სპეციალური ფანარი დამკვირვებლის შეკითხვის შემდეგ მოიძია;

 

ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის N21 და N35 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ამომრჩევლების მობილიზება შეინიშნება, რომლებთანაც კომისიის წევრები გამოდიან და ესაუბრებიან. ამასთან N35 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები თავის ფუნქციებს არ ასრულებენ და საარჩევნო პროცესი კენჭისყრის პროცედურების დარღვევით მიმდინარეობს, კერძოდ, უყურადღებოდაა მიტოვებული საარჩევნო ყუთი და სხვა დოკუმენტაცია;

 

ბათუმის საარჩევნო ოლქის N07, N11, N17, N21, N22, N54, N58, N66, N68, N69 და N104 საარჩევნო უბნებთან სამარშრუტო ტაქსებში იმყოფებიან პარტიის კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლების აღრიცხვას აწარმოებენ;

 

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის N87 და N21 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრს არაუფლებამოსილი პირები აკონტროლებენ, რომლებიც, ასევე, აკრედიტაციის გარეშე შეუფერხებლად გადაადგილდებიან N21 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზეც",- აღნიშნულია ISFED-ს განცხადებაში.

წაკითხვა 604 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.