ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ 29 867 ხმა მიიღო, რაც 91,92 პროცენტია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 2 627 ხმა-8,08 პროცენტი მიიღო.

 

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა 29 914 ხმა-92 პროცენტი, ხოლო გრიგოლ შუშანიამ 2 590 ხმა-რვა პროცენტი მიიღო.

 

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 33 823 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 21,85 პროცენტია.

 

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში გუშინ ხუთი საჩივარი შევიდა. მათი ავტორი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა.

წაკითხვა 538 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.