"ზურაბიშვილის შვილმა, მგონი, გადააჭარბა, ოჯახური ბიზნესი ხომ არ არის, საპრეზიდენტო არჩევნებია"

ვინმე არ არის ისეთი, ვინც ეტყვის რომ დაოკდეს ეს ბიჭი?! - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილის - თეიმურაზ გორჯესტანის მიერ გრიგოლ ვაშაძის შვილის დებატებში გამოწვევას.

 

გია ხუხაშვილი გორჯესტანის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს და განმარტავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები და კამპანია სერიოზული საკითხია და არა „ოჯახური ბიზნესი“.

 

„არ ვიცი, ეს რა პოზიციაა, ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია. ეს ყველაფერი, აბსოლუტურ მოუკრეფავში გადადის. სალოზე ზურაბიშვილს თვითკონტროლის დიდი შესაძლებლობები მაინცდამაინც რომ არ ჰქონდა, ეს ვიცოდით, მაგრამ ახლა შვილმა, მგონი, გადააჭარბა. ოჯახური ბიზნესი ხომ არ არის, საპრეზიდენტო არჩევნებია. კი, დავაკნინეთ ეს ყველაფერი და რაღაცნაირად ცუდი ფორმა მივეცით, მაგრამ ეს რა უბედურებაა?! ვინმე არ არის ისეთი, ვინც ეტყვის, რომ დაოკდეს ეს ბიჭი. ეს არათუ ალოგიკურია, არამედ პირდაპირ ტრაგიკომიკურია, რაც ვნახე. ბარემ პირდაპირ ელიავას ბაზრობაზე გამართონ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

წაკითხვა 421 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 21 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.