ამ გვერდის ამობედვა

სალომე ზურაბიშვილი:,,ეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული არჩევნები''

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი- სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული არჩევნებია და ამის დასტური მეორე ტურია. 

 

,,ეს არის საქართველოს ისტორიაში, არ მიყვარს ეს სიტყვები, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული არჩევნები. მეორე ტურმა აჩვენა, რომ არანაირი გაყალბება არ იყო, რამეთუ თუ სახელმწიფოს და მთავრობას უნდა გაყალბება, მაშინ ალბათ პირველი ტური სხვანაირად დამთავრდებოდა. არ არის გაყალბებული. მე ყოველთვის ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რაც არ უნდა რთული იყოს, მეორე ტური არის ​დამოკრატიულობის ნიშანი, ჩვენ ასე გვაფასებს ევროპა და საერთაშორისო თანამეგობრობა", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 28 ნოემბერს მოსახლეობა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის გააკეთებს არჩევანს.
წაკითხვა 365 ჯერ