არჩევნების მეორე ტურის დღეს, „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

28 ნოემბერს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, პირველი ტურის მსგავსად საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
 
კომპანიის ცნობით, ყველა მუნიციპალიტეტში საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ. მათ პირდაპირი კავშირი ექნებათ საარჩევნო უბნებთან. 
 
იმ შემთხვევაში, თუ უამნიდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, ელექტროენერგია ავარიულად შეიზღუდება, კომპანიის ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას. ასევე, მობილიზებული იქნება ტექნიკა.
 
მორიგე ჯგუფებს კომპანიის მორიგე, პასუხისმგებელი პირების განახლებული სია და საკონტაქტო ნომრები გადაგზავნილია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. შესაბამისად, ცეესკოს წარმომადგენლებს პირდაპირი კონტაქტი ექნებათ მათთან და კომპანიის მთავარ დისპეტჩერთან.
 
კომპანიის ინფორმაციით, გარდა ამისა, მზადყოფნაში იქნება გენერატორების გარკვეული რაოდენობაც, რათა ელექტროენერგიის გაუთვალისწინებელი შეზღუდვის შემთხვევაში, არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი.
წაკითხვა 391 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 27 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.