,,ის, რაც პირველიდან მეორე ტურამდე ვიხილეთ, ალბათ, მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა''-გიორგი ვაშაძე

ის, რაც პირველიდან მეორე ტურამდე ვიხილეთ, ალბათ, მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა, - ამის შესახებ მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, არჩევნებზე მივიდნენ და დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი.

„მე ვფიქრობ, რომ საქართველომ დღეს უნდა აირჩიოს სრულიად ახალი მომავალი. განვითარება უნდა დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. უნდა დავიწყოთ ყველაფერი ისე, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს ხალხზე და არ იყოს ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში. რაც შეეხება საარჩევნო მდგომარეობას, პირველიდან მეორე ტურამდე რაც ვიხილეთ, ალბათ, მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა. ეს იყო წინასაარჩევნო პროცესის უდიერად მოპყრობა კანონთან, რაც ვიხილეთ ჩვენი ოპონენტებისგან, მაგრამ ჩვენ მშვიდად, წყნარად მივედით მეორე ტურამდე. მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მოდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა. თქვენი ბიულეტენი წყვეტს, როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ. მე იმედი მაქვს, რომ ყველანი მოხვალთ და მაქსიმალურად მიიღებთ მონაწილეობას“, - აღნიშნა ,,ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.

წაკითხვა 282 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 28 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.