თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ზოგ საარჩევნო უბანზე პროვოკაციის მცდელობები შეინიშნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, ,,ქართული ოცნების'' ოფისში პირველი ბრიფინგი გამართა. 

 

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის რაიმე არსებითი ხასიათის ხარვეზები არ არის დაფიქსირებული.

"ხელისფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ისევე როგორც საქართველოში 2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები, ჩატარდება თავისუფალ გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში, მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, რომ გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო პროცესში და დავაფიქსიროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში პოზიცია",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


მმართველი გუნდი მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავდ, ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიღოს ყველა ზომა შესაძლო პრპვოკაციების და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.


"მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები.


უკვე ჩანს, რომ არის მცდელობები გარკვეულ ადგილებზე, რათა ასეთი პროვოკაციები იქნას ინიცირებული",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

წაკითხვა 304 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.