ბაღდათში დამკვირვებელი აცხადებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ხმაური იყო ბაღდათის მე-12 საარჩევნო უბნაზე.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორიის" დამკვირვებელი, ჟურნალისტი გიგა გელხვიიძე, tv1-თან საუბრისას განმარტავს, რომ ,,ქართული ოცნების'' კოორდინატორმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

,,როდესაც დავაფიქსირე არჩევანი და საარჩევნო უბნიდან გამოვდიოდი, კოორდინატორმა გააკეთა კომენტარი ეს ახლა ჩვენზე სტატიებს დაწერსო. მეც შესაბამისი პასუხი გავეცი. ამის შემდეგ ამ ქალბატონმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, ნაბიჭვარი მიწოდა, რაზეც ძალიან ცუდი რეაქცია მქონდა. საპატრულო პოლიციაში დავრეკე. იმ დროს, როცა ტელეფონით საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს ვესაუბრებოდი, კოორდინატორი თმებში მწვდა'’-აღნიშნა გიგა გელხვიიძემ.

წაკითხვა 249 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 28 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.