მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური ფულის დარიგების, ძალადობისა და მოსყიდვის ფონზე ჩატარდა.
 
"ბინძურმა ოლიგარქმა თავზე გადაგახიათ კანონი, კონსტიტუცია, დემოკრატია, არჩევნების ინსტიტუტი. ამ კვირაში რაც ტარდებოდა ეს არ იყო არჩევნები, არც დემოკრატიული პროცესი. ეს იყო ქურდული სამყარო, ძველი ბიჭები, აფერისტები, გარეწრები, შავი სამყაროს წარმომადგენლები, მთლიანად შერწყმული ოლოგარქთან. ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა, საარჩევნო უბნებში ფულის ღიად დარიგება, აქტივისტების დაჭრა და ცემა. დღეს იყო სროლები საარჩევნო პროცესის დროს. ეს არის ყველაფერი ის, რაც არ არის დემოკრატია''- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
წაკითხვა 338 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 28 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.