სალომე ზურაბიშვილი - გრიგოლ ვაშაძისგან მილოცვას ველოდები

,,ეს არის დიდი გამარჯვება. არ ვოცნებობდი საბჭოთა სტილის გამარჯვებაზე, რაღაც 70-80%-იანზე", - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
 
"თუ ჩვენ ამ არჩევნებს ვუყურებთ ევროპულად, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. მე სრულებით არ ვოცნებობდი რაღაცა საბჭოთა სტილის გამარჯვებაზე - 70-80%-იანზე. ეს არის ძალიან სერიოზული გამარჯვება. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ითვლება, რომ ასეთი მეორე ტური, ასეთი აქტიურობა ეს არის დემოკრატია, ნიშანი, რომ საზოგადოება არის დამწიფებული და არის მზად დემოკრატიისთვის",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
რაც შეეხება შეკითხვას, მიიღო თუ არა გრიგოლ ვაშაძისგან მილოცვა, არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ მიუღია.
 
"სამწუხაროდ, არა, ველოდები",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
 
interpressnews.ge
წაკითხვა 361 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 29 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.