ამ გვერდის ამობედვა

ოპოზიციამ თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინა - სია

ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინეს. 

 

მათ შორის, საერთო მხარდაჭერილი კანდიდატები გადაინაწილეს პარტიებმა გირჩი - მეტი თავისუფლებამ, ევროპულმა საქართველომ და დროამ. დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, იგი პირადად ჩაერთვება გლდანის მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში. ნაციონალური მოძრაობა თბილისში საკუთარ მაჟორიტარობის კანდიდატებს არ ასახელებს.

 

"გირჩი - მეტი თავისუფლების" კანდიდატები დასახელდა თბილისის 4 მაჟორიტარულ ოლქში:

 

  • მთაწმინდა - თენგო კირთაძე;
  • საბურთალო - ბორის ყურუა;
  • დიდუბე - ნიკა მოსიაშვილი;
  • ნაძალადევი - ბადრი გრიგალაშვილი;
  • თბილისის ვიცე მერობის კანდიდატი - ცოტნე კობერიძე.

 

"ევროპული საქართველოს" კანდიდატები იქნებიან:

 

  • ჩუღურეთი - გიორგი ნონიაშვილი;
  • ისანი - ბესო დონაძე;
  • სამგორი - დავით ჟღენტი.

 

"დროას" მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან:

  • ვაკე - ბათუ ქუთელია;
  • კრწანისი - თამაზ ახობაძე;
  • გლდანი - ელენე ხოშტარია.

 

ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო კანდიდატად თბილისის მერის პოსტზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიაა წარდგენილი, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.

წაკითხვა 397 ჯერ

სიახლეები