April 25, 2024

მალხაზ მაჩალიკაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ახმეტის საკრებულოს არჩევნებში იღებს მონაწილეობას, სადაც სოფელ დუისის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

 

მაჩალიკაშვილი არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციიდან, 5 ნომრით გავა. მისივე თქმით, მას ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა აქვს.

 

"დამოუკიდებლად კენჭისყრაზე უარი მქონდა ნათქვამი, არ ვაპირებდი. შემდეგ, მთელი ძალისხმევის შემდეგ (სოფლიდან) ვერცერთმა გაბედა ოპოზიციის მხრიდან წასულიყო კანდიდატად და ასე თუ ისე, იძულებული გავხდი თვითონ დავმდგარიყავი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ნაციონალური მოძრაობა იქნება, ლეიბორისტები, ლელო, თუ ნებისმიერი, ჩემთვის მთავარია, ქართულ ოცნებას შევებრძოლო. გაერთიანებული ოპოზიციიდან, 5 ნომრით გავალ. ყველა პარტიის მხარდაჭერა მაქვს გარდა ქართული ოცნებისა", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან".

 

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

წაკითხვა 351 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.