კობახიძის თქმით, საკუთარი კანდიდატურა რომ არ დაეყენებინა, გახარია "ოცნებისგან" ფულს ითხოვდა

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საკუთარი კანდიდატურა რომ არ დაეყენებინა, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე "ქართული ოცნებისგან" ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვდა.

 

კობახიძის თქმით, კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრაც შედგა.

 

"იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე, იყო საუბარი იმაზე, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან ფინანსური დახმარება არ დააყენებდა საკუთარ კანდიდატურას, რაზეც მიიღო შესაბამისი პასუხი. ალბათ კეზერაშვილში შევეშალეთ.

 

ამის შემდეგ მისი მხრიდან იყო ზარები და ითხოვდა შეხვედრას. დღეს შედგა შეხვედრა კახი კალაძესა და გახარიას შორის, სადაც უთხრა კახი კალაძეს, რომ ის აპირებდა კანდიდატურის დაყენებას, რაზეც კალაძისგან მიიღო პასუხი, რომ ეს მისთვის არაა საინტერესო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

გიორგი გახარია "ქართულ ოცნებას" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

 

"ჰაერის რხევაა, რასაც ისინი ახლა ლაპარაკობენ და დიდი ინტერესი არ მაქვს რას ამბონენ," - აცხადებს გიორგი გახარია.

წაკითხვა 398 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.