April 25, 2024

"დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ ჩემთან" - გახარია ყოფილ თანაგუნდელებს

"ვაცხადებთ სრულ მობილიზებას და ვამბობთ, თბილისიდან დაწყებული, საქართველოს თითოეულ პუნქტში ვიბრძოლებთ ბოლომდე ღირსეულად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. 

 

გახარიამ ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა, რომ საქმე პირადად მასთან ექნებათ.

 

"მინდა, თითოეულ ჩემს თანაგუნდელს მივმართო, სიმართლე ერთია და არ არსებობს სხვა სიმართლე. სიმართლეა, რომ სახელმწიფო, რომელიც მართულია "ქართული ოცნების" დღევანდელი ბოსებით, ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე, იმის გამო, რომ მათ გამოხატეს თავისი პოლიტიკური აზრი. მინდა, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ ჩემთან. სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომელთაც მძიმე პირობებში უწევს ბრძოლა, მე ერთი, ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში", - განაცხადა გახარიამ.

წაკითხვა 387 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.