„სტრატეგია აღმაშენებელი - მესამე ძალამ“ ქუთაისის მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე დაასახელა

პოლიტიკურმა პლატფორმამ - „სტრატეგია აღმაშენებელი - მესამე ძალა“ ქუთაისის მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე დაასახელა.

ლოსაბერიძე საზოგადოებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ წარუდგინა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არჩევნებზე მუდმივად ორპულუსიანობაზე საუბარი მიმდინარეობს და „მესამე ძალის იდეა ამ „მოჯადოებული წრის“ გარღვევაა“.

 

„ბოლო წლებია ყველა არჩევნებზე გვაქვს მუდმივად საუბარი ორპოლუსიანობაზე. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას ხვდებიან, რამე პროგრამას წარადგენენ? ან რა პროგრამა უნდა წარადგინონ, აქამდე რაც დაპირებაც გასცეს, არაფერი შეუსრულებიათ და ამის მაგალითია ქუთაისი, მთლიანად იმერეთი, მთლიანად საქართველო. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ლანძღვა-გინებით, უშვერი სიტყვებით გამოდიან, საჯარო სივრცეში არ შეიძლება ასეთი რიტორიკა - ამით მოდიან და შემდგე გვიკვირს, რატომ არაფერი არ მიდის წინ. იმიტომ, რომ მათი მიზანი არის ერთადერთი რამ - შეინარჩუნონ ძალაუფლება, ქვეყნის ძარცვის უფლება და მუდმივად ისაუბრონ წარსულზე, მუდმივად დააშინონ ხალხი - „თუ მე არა, ვიღაც მოვა და ამის გამო ისევ მე უნდა ამირჩიო“. მესამე ძალის იდეა ესაა, რომ გავარღვიოთ ორპოლუსიანობის მოჯადოებული წრე და ქვეყანამ დაიწყოს აღმშენებლობის, განვითარების პროცესი, რომელიც შედეგს მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ასევე, დღესვე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დასახელდნენ:

ქალაქ-მუზეუმი-ანა სირბილაძე;

უქიმერიონი-ოთარ კაჭკაჭიშვილი;

სულხან საბა-ვაკისუბანი-ვლადიმერ ხმელიძე;

გამარჯვების მუნიციპალიტეტი-კობა გურული;

საფიჩხია კახიანაური-ხათუნა ხურციძე

ავტოქარხანა - დავით აბულაძე;

ნიკეა-ძელქვიანი-გიორგი ქათამაძე;

წაკითხვა 654 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.