დღეს, ქუთაისის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს სპეციალური მოწმობები გადაეცათ

დღეს, ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ქუთაისში დარეგისტრირებულ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს კანდიდატთა მოწმობები გადასცა.


"დღეს, კანდიდატებს მოწმობები გადავეცით. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები სამართლიან, გამჭვირვალე, თანაბარუფლებიან, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. წელს, სულ 20 პარტია დარეგისტრირდა.  პანდემიის პირობებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რისკები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ასევე, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაცული იყოს თითოეული ამომრჩევლის ხმა და ჩართული მხარეების უფლებები,"-განაცხადა FirstNews.ge- თან საუბარში ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლარინა ლალიაშვილმა.

 

აღნიშნულ ღონისძიებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი.

 

„დღეს, ოფიციალურად გადმოგვეცა მოწმობები და სპეციალური ბარათები. ვაგრძელებთ დაწყებულ საარჩევნო კამპანიას. ვფიქრობ, ჩვენს ქალაქში საარჩევნო კამპანია ჩატარდება ისე, როგორც ქუთაისს შეშვენის - წყნარ, მშვიდ და თანაბარ გარემოში, ყველა რეგულაციის დაცვით, რაც ცესკოსა და კანონის მიერ არის გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისელები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ,“-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

პარტია "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატი გიორგი გოგუაძე მიიჩნევს, რომ სასურველია,მერობის თითოეულმა კანდიდატმა საკუთარი პროგრამა დებატების ფორმატში წარადგინოს.

 

"ყველაზე კარგი ფორმა არის, რომ ქუთაისის მოსახლეობას, ჩვენი პროგრამა და ხედვა დებატების ფორმატში წარვუდგინოთ, თუ როგორ ვფიქრობთ ქალაქის განვითარებას. მე მაქვს ყოველდღიურად 10-ზე მეტი შეხვედრა და ადამიანებთან კომუნიკაცია. ვისმენთ მათ პრობლემებს. ჩვენი კამპანია არის ძალიან მარტივი, არ არის მხოლოდ ლოზუნგური. დავარწმუნებთ თითოეულ ქუთაისელს, რომ გააკეთონ სწორი არჩევანი. დღეს, ქალაქს სჭირდება მოქნილი ბიუროკრატია და ბიუჯეტის სწორი ხარჯვა,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში გიორგი გოგუაძემ.



შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერობისთვის 5 კანდიდატი იბრძოლებს. ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატები 20-მა პარტიამ დაარეგისტრირა.

 

წაკითხვა 493 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 10 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.