ამ გვერდის ამობედვა

Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, თბილისის მერის არჩევნებში ნიკა მელია ლიდერობს

Ipsos-ის მიერ, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას ამომრჩეველთა 38, 6 % აძლევს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 33 %-ით.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ხმები ასე ნაწილდება:

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 7,6 %,

„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ - 4,8 %,

„ლელო“ – 4 %,

ხალხისთვის - 2%,

გირჩი - 1,6%,

მოქალაქეები - 1,1%,

„ევროპული საქართველო“ – 1 %,

ლეიბორისტული პარტია - 1,0%,

პატრიოტთა ალიანსი - 0,9%,

მესამე ძალა - 0,8%

რაც შეეხება თბილისში მერის არჩევნებს, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 50 %-იანი მხარდაჭერა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება მეორე ტური.

კერძოდ, კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება“, კახა კახალაძე - 40,2 %

„ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის ნაწილი, ნიკა მელია - 40,8 %

პარტია „საქართველოსთვის“, გიორგი გახარია - 8,7 %

ანა დოლიძე - 3,5 %

ანა ბიბილაშვილი - 2,6%

შედეგები 17:00 საათის მონაცემებს ასახავს. გამოიკითხა 2 ათასზე მეტი ადამიანი.

წაკითხვა 327 ჯერ

სიახლეები