ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ჟურნალისტს სცემეს

ქუთაისის N14 საარჩევნო უბანზე "TV მედია ცენტრის" ჟურნალისტს, გიგა გელხვიიძეს სცემეს. ამის შესახებ მან განაცხადა, რომ დაპირისპირება ინციდენტს მოყვა, რა დროსაც კოორდინატორებს ამომრჩეველთა სიები წაართვა. 

გელხვიიძე ამბობს, რომ ამომრჩეველთა სიებში ტელეფონის ნომრები და მათზე გასაცემი თანხებიც იყო აღრიცხული. 

 

"აღწერილია ამომრჩევლების პირადი მონაცემები, წერია ასევე თანხები, ვის რამდენი უნდა მისცენ. ქართული ოცნების წევრები სავარაუდოდ ამ ყველაფერს კურირებენ. ეს სიები წავართვი და მომაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა", - ამბობს გიგა გელხვიძე. 

წაკითხვა 375 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 30 2021

სიახლეები