არჩევნების მეორე ტური დასრულდა - საარჩევნო უბნები დაიხურა
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა.
არსებული მონაცემებით, საარჩევნო პროცესი უბნების უმრავლეს ნაწილში მშვიდ ვითარებაში წარიმართა, თუმცა რიგ მუნიციპალიტეტში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის.
დღის ბოლოს სერიოზულად დაიძაბა ვითარება თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე #62-ე უბანთან, სადაც შუქი ჩაქრა. ვითარების გარკვევის მიზნით ადგილზე თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ნიკა მელია მივიდა, რომელსაც “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტივისტი ფიზიკურად შეეხო.
საარჩევნო დარღვევების თაობაზე საუბრობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც მმართველი პარტია საარჩევნო უბნებთან ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზებაში დაადანაშაულეს. საუბარი იყო “საარჩევნო კარუსელის“ გამოყენების მცდელობაზეც.
მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ არჩევნები წესებისა და პროცედურების დაცვით წარიმართა, ხოლო ოპოზიცია პროვოკაციებით იყო დაკავებული.
დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართა. მეორე ტურისთვის 1830 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამომრჩევლებს მოემსახურა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე 29 სპეციალური უბანი.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი