ამ გვერდის ამობედვა

ვინ არიან პარტიების სავარაუდო კანდიდატები შუალედურ არჩევნებზე

შუალედური არჩევნების სავარაუდო თარიღი 19 მაისია.

 სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენელი აღარ ჰყავს მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას. 

შუალედური არჩევნები ტარდება ასევე რამდენიმე მუნიციპალიტეტში, სადაც მერები და საკრებულოს წევრები უნდა აირჩიონ.

კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია. 

18 მარტს ცნობილი გახდა, რომ "ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეთანხმებას მიაღწიეს, როგორც მთაწმინდის შუალედურ, ისე ზუგდიდის მერის არჩევნებში ისინი საერთო კანდიდატით გავლენ.  

ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდის მერის პოსტზე არჩევანი ორ კანდიდატს - ნიკა მელიასა და სანდრა რულოვსს შორის მიხეილ სააკაშვილის ყოფილ მეუღლეზე გააკეთა.

საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება მაისში ან ოქტომბერში, თარიღის დანიშვნა კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის შეუწყდა დეპუტატს უფლებამოსილება.

თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში. 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, არჩევნები ტარდება უახლოეს მაისში.

imedinews.ge

წაკითხვა 244 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 19 2019