ცნობილია გეგმა, თუ როგორ აპირებს „გირჩი“ მთაწმინდის ოლქში არჩევნების მოგებას

შუალედურ არჩევნებში გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატი საკუთარ ამომრჩეველს მიმართავს.

ჰერმან საბო მხარდამჭერებს, რომლებიც მთაწმინდაზე არ ცხოვრობენ, მოუწოდებს, ამ ოლქში მცხოვრებ მხარდამჭერებთან ჩაეწერონ. სულადობის გადასახადს გირჩი თავის თავზე იღებს და ასე გეგმავს ხმების მობილიზებას. 

ასევე სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე და უფლებადამცველი სოფო ხორგუანი მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრის კენჭს. ხორგუანის თქმით, მან გადაწყვეტილება მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. 

imedinews.ge
წაკითხვა 188 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 22 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.