March 29, 2024

რა თანხა უჯდება ცესკოს შუალედური არჩევნების ჩატარება

19 მაისს დანიშნული პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯთაღრიცხვა უკვე გაწერილია.

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შუალედური არჩევნების ჩატარება 4 მილიონ 466 ათას 910 ლარი უჯდება.

 

დადგენილებას ხელს კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აწერენ.

 

4 466 910 ლარიდან შრომით ანაზღაურებაზე ჯამში, 2 664 104 ლარი დაიხარჯება. საქონელსა და მომსახურებაზე - 724 192 ლარია გაწერილი; სხვა ხარჯებისთვის, რომელიც არ არის დაკონკრეტებული, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 1078 614 ლარი აქვს გამოყოფილი.

 

საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლეთა დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 770 400 ლარი.

წაკითხვა 987 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.