"ჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი - ავაზაკი"
ჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველასვილმა მთაწმინდაზე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მარგველაშვილმა მთაწმინდელ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„დღეს მე ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში. ჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი. მთაწმინდელებს მინდა მოვუწოდო, რომ ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს, მარგველაშვილმა უპასუხა: „მთაწმინდელი ამომრჩეველი არჩევს ტყუილსა და მართალს. არჩევს ჯალათს და სიმართლისთვის მებრძოლს და ამ ჭეშმარიტებას გადაიტანს საარჩევნო ბიულეტენზე“.
სიახლეები
- "არავის აქვს უფლება, სუვერენულ სახელმწიფოს ვიზალიბერალიზაცია წაართვას, რა ჩავიდინეთ, კანონს რომ ვიღებთ, რომელიც მოსახლეობის მხრიდან არის ნაკარნახევი?"
- "სააკაშვილი ხელისუფლებაში ნამყოფი ადამიანია და ბევრს იცნობდა, რა გასაკვირი იყო, რომ ევროპარლამენტში მეგობრები მოეძებნა, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას გააკრიტიკებდა"
- "რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე"
- "სამარცხვინო რეზოლუციით ქართველ ხალხს გვითხრეს, გავათავისუფლოთ კრიმინალი სააკაშვილი და დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ეს ქვეყანა სიცოცხლის ფასად გადაარჩინა"
- "ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციაზე, რომელსაც 27-ვე სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, რეზოლუციის ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან მორიგი თაღლითობა და შანტაჟია"