ამ გვერდის ამობედვა

"სამართლიანი არჩევნები ჩატარდა და ამის შედეგია „ქართული ოცნების“ შთამბეჭდავი გამარჯვება"

მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული პროვოკაციები, სამართლიანი არჩევნები ჩატარდა და ამის შედეგია „ქართული ოცნების“ შთამბეჭდავი გამარჯვება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს აქტიურობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს. საქართველოში გრძელდება დემოკრატიული არჩევნების ტრადიცია, მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული პროვოკაციები, ჩვენ შევძელით ეს არჩევნები ჩაგვეტარებინა სათანადო გარემოში. რაც მთავარია, სამართლიანი არჩევნები ჩატარდა და ამის შედეგია „ქართული ოცნების“ შთამბეჭდავი გამარჯვება“,- განაცხადა კობახიძემ.

წაკითხვა 784 ჯერ