ამ გვერდის ამობედვა

მთაწმინდის ოლქში, შუალედური არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღი ცნობილია

ცესკომ დღეს საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის რამდენიმე საარჩევნო ღონისძიება და ვადები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურის თარიღს ოფიციალურად 19 მაისის პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა“, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

არჩევნების მეორე ტური მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში უნდა ჩატარდეს.

წაკითხვა 733 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 24 2019

სიახლეები