ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. გაიმართება თუ არა მეორე ტური?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას ქართული ოცნების დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის პირველადი შედეგები გააცნო. მმართველი პარტიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმათა უმრავლესობა-52.3% სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.

 

,,პირველ რიგში, გილოცავთ წარმატებული, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ეგზიტპოლის გამოკითხვა 100 უბანზე ჩატარდა და 5124 ამომრჩეველი გამოიკითხა. შედეგები კი ასეთია:

სალომე ზურაბიშვილი - 52.3%

გრიგოლ ვაშაძე - 28.1%

დავით ბაქრაძე - 9.2%

ზურაბ ჯაფარიძე - 3.3%

შალვა ნათელაშვილი - 3.1%

ცდომილების ფარგლები 2.6 პროცენტია. დაველოდოთ ცესკოს მონაცემებს, მალე გავიგებთ დასრულდა თუ არა არჩევნები პირველ ტურში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს აქტივისტებს, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს. მადლობა ამომრჩევლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში. ასევე მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათ უზრუნველყვეს საქართველოში კიდევ ერთი წარმატებული არჩევნების ჩატარება’’-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

წაკითხვა 286 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 28 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.