March 28, 2024

არჩევნები დისტანციურად - შესაძლებელია თუ არა საქართველოში ესტონეთის მოდელის დანერგვა

ესტონეთი პირველი სახელმწიფოა, სადაც არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონულადაც არის შესაძლებელი. ეტონეთის მოქალაეებს შეუძლიათ ასევე, ტრადიციული ფორმით, საარჩევნო უბანზე მისვლით დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, არჩევნები დისტანციურად - შესაძლებელია თუ არა საქართველოში ესტონეთის მოდელის დანერგვა / "ადრე თუ გვიან, სამყარო, რომ ამ ტიპის არჩევნებზე გადავა - ეს ცხადია"

 

"მსგავსი პრაქტიკა 2001 წლიდან დაინერგა მთავრობის კოალიციის ინიციატივით. საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა მსგავსი პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგოს და კორონავირუსის შემდეგი გავრცელების რისკების შესამცირებლად 2020 წლის არჩევნები დისტანციურად ჩატარდეს. აღნიშნულ საკითხზე „რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა ისაუბრა. მისი შეფასებით საქართველოში მსგავსი ტიპის არჩევნები ძალიან დიდ რისკებს შეიცავს. „მე ვფიქრობ, ამას ბევრად უფრო საფუძვლიანი მომზადება უნდა, ძალიან ბევრი ტიპის რისკებს შეიცავს. ამ ყველაფერს თან ახლავს ხმის მიცემის, საიდუმლობის, ინდივიდუალობის, პერსონიფიცირების პრობლემატიკა."ადრე თუ გვიან, სამყარო, რომ ამ ტიპის არჩევნებზე გადავა, ეს სავსებით ცხადია. არ ვიცი ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური მზაობა როგორია, ან რა ტიპის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ითვალისწინებს ეს რეფორმები, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ ჯერჯერობით მზად არ ვართ. ძალიან კარგი იქნებოდა კორონავირუსის პრევენციისთვის, მაგრამ რაც არ შეგიძლია იმას ვერ გააკეთებ", - აღნიშნავს გამოცემა.

 

„მისი განცხადებით არჩევნების მსგავსი მოდელით ჩატარება გაზრდის მოქალაქეების აქტივობას არჩევნების პროცესში, თუმცა, ასევე ადამიანებზე ზემოქმედების შემთხვევები უფრო ხშირი იქნება. ხუხაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მაღალი სტანდარტებით აღნიშნული ცვლილების განცხორციელება საქართველოსთვის შეუძლებელია. თუ ხმის მიცემის საკითხი, საიდუმლობის და პერსონიფიცირების პრობლემები იქნება გადაწყვეტილი, ძალიან ეფექტური იქნება აღნიშნული ცვლილება. შეიძლება ისიც ითქვას, რომ მსგავსი მოდელი გაზრდის მოქალაქეების ჩართულობას და მონაწილობას არჩევნებში იმიტომ, რომ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ეზარებათ ან არ შეუძლიათ საარჩევნო უბნებზე მისვლა. თუ ეს ყველაფერი ტექნიკურად იოლი იქნება, ბუნებრივია ეს პრობლემაც მოგვარდება. საერთო ჯამში, აღნიშნულ მოდელს დადებითად ვაფასებ, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ მაღალი სტანდარტით ამის გაკეთება შეუძლებელია. იმიტომ, რომ დისტანციურად ხმის მიცემა გააჩენს ძალიან ბევრ კითხვას. ხმის მიცემის რაღაც „მეორადი ბაზარი" შეიძლება გაჩნდეს”, ასევე არის ოჯახური მომენტები, სადაც ზეწოლისა და ზემოქმედების გამორიცხვა საკმაოდ რთულია. არის რიგი პრობლემებისა, რომლებიც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია", - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 535 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 27 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.