მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას კარანტინში და სტაციონარში მოთავსებულები

მესამე მოსმენით დამტკიცებული "საარჩევნო კოდექსშის" მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, მიიღებენ თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას საკარანტინო სივრცეებსა და სტაციონარში მოთავსებული პირები. 

ცვლილებების თანახმად, "საარჩევნო კოდექსის" 199-ე მუხლი COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა ცესკოს გადასცეს იმ პირთა სია, რომლებიც კენჭისყრის დღისათვის საკარანტინო სივრცეებსა და ახალი კორონავირუსით ინფიცირების გამო, სამედიცინო დაწესებულებებში იქნებიან განთავსებულნი.

 

სამინისტროს მიერ ცესკოსადმი გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, ცესკო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ განთავსების ადგილებში კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ.

 

კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა, ამ მონაცემების საფუძველზე, ცესკოს მიერ მტკიცდება სპეციალური სიები, რომელშიც შეყვანილი ამომრჩევლების გვარისა და სახელის გასწვრივ ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება ჩანაწერი: “გადაყვანილია სპეციალურ სიაში“.

წაკითხვა 507 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 03 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.